დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხვალ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაში ცვლილებები დააანონსა. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს 23:00 საათიდან თბილისის მეტროპოლიტენი და ავტობუსები უფასო გახდება და ღამის 4:00 საათამდე იმუშავებს. უფასო ავტობუსები ასევე იმოძრავებს ხვალ და ზეგ დილის 8-დან საღამოს 20-მდე საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით.
საუბარია რიგ მარშრუტებზე: მეტროსადგურ “დიდუბიდან” “მუხათგვერდისა” და “ვაშლიჯვრის” სასაფლაოებამდე; “მარჯანიშვილისა” და “სადგურის მოედნის” მეტროდან “კუკიის” სასაფლაომდე; “დელისის” მეტროდან საბურთალოს სასაფლაომდე და “სარაჯიშვილის” მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე.
კომენტარის დატოვება