ექსპერტები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლების 10.6% ზრდას აფიქსირებენ, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. არაოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან მარტამდე საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჯამურმა ოდენობამ 879 მილიონი დოლარი შეადგინა, მათ შორის მხოლოდ მარტის მონაცემებით – 305 მილიონი დოლარი.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვისა და ტურისტული ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება, თუმცა მათ გარეშეც აშკარაა პოზიტიური ტენდენცია. პანდემიის პერიოდის შემდეგ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა გრძელდება.
კომენტარის დატოვება