“საქსტატი“–მ გამოაქვეყნა მონაცემები ქართული თეატრების მოღვაწეობის შესახებ. ორ წელიწადში სპექტაკლების რაოდენობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს თეატრების სცენაზე 975 სპექტაკლი იყო ნათამაშები, 2021-ში – 1 787, ხოლო 2022-ში – 3 794. ყველაზე მეტი თეატრი თბილისშია (51,9%), ამიტომ წინა წელს სპექტაკლების ნახევარზე მეტი (63,7%) იქ გაიმართა.
2021-დან 2022 წლამდე მაყურებელთა საერთო რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და 547 ათასი ადამიანი შეადგინა.
სულ წინა წელს ქვეყანაში ფუნქციონირებდა 52 პროფესიული თეატრი, რომელთა შორისაა 2 ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურის თეატრი, 7 თოჯინების თეატრი და 2 საბავშვო და მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
კომენტარის დატოვება