24 ივნისს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით სერგეი პროკოფიევის ბალეტის “კონკია”-ს პრემიერა შედგება. მარიამ უგრეხელიძის სახელობის კამერული და საბალეტო დასი (M.U. Ballet Company) საბალეტო წარმოდგენაში ორ მოქმედებად გამოვა.
კონკიას როლს სპექტაკლში მარიამ ცინცაძე შეასრულებს, უფლისწულის – ლევ გეორგიევსკი, დედინაცვლისა და ლედი ტრემეინის – მარიამ უგრეხელიძე, დრიზელას – მარიამ ოსიძე, ანასტასიას – ელენა წიკლაური, ფერიის – მარიამ გოგოძე. ქორეოგრაფი, რეჟისორი და პედაგოგი მარიამ უგრეხელიძეა, კოსტიუმების მხატვარი – მადონა ნიორაძე.
კომენტარის დატოვება