თბილისის მერმა კახა კალაძემ საქალაქო ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში წარადგინა მარშალ გელოვანის გამზირზე და აღმაშენებლის ხეივანზე ავტობუსების ზოლების მოწყობის გეგმები. მისი თქმით, ეს ნაბიჯები მიზნად ისახავს დიდი დიღმიდან გამოსვლის პრობლემების მოგვარებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებას.
ქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია ავტობუსის ზოლების ეტაპობრივი დანერგვა თბილისის განახლებულ გამზირებსა და ქუჩებზე, როგორებიცაა მელიქიშვილი, ჭავჭავაძე, თამარ მეფე, ყაზბეგი და პეკინი. იანვრის ბოლომდე “ბას-ლაინების” გაჩენა წერეთლის გამზირზეცაა მოსალოდნელი.
კომენტარის დატოვება