თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირადი ცხოვრების საიდუმლოების უკანონო მოპოვებასა და შენახვაში ბრალდებულ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის მარიამ იაშვილის მიმართ. წყვილმა ბინაში უკანონოდ დაამონტაჟა სხვადასხვა ჩამწერი მოწყობილობა სხვადასხვა პირებთან ინტიმური ხასიათის ვიდეო და აუდიო მასალის ჩასაწერად.
სხვადასხვა ოთახებში და საყოფაცხოვრებო ნივთებში ნაპოვნი იქნა ათობით მოწყობილობა, ხოლო ბრალდებულის საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებული იყო ინტერნეტ საიტებზე სექსუალური მომსახურებების მისაღებად. უწყების ინფორმაციით, გარდა ამისა, უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალებს. ბრალდებულებს ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების ხელყოფა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა. ამ დანაშაულებს შეიძლება, მოჰყვეს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
კომენტარის დატოვება