USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
14 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა კეთილმსახური თამარ მეფის ხსენების დღეს. მის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ოქროს ხანა.
XII საუკუნეში თამარ მეფემ მოახერხა სახელმწიფოს გაერთიანება, შემოუერთა მას აფხაზეთის მთიელები, კახეთი და იმერეთი და ასევე ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას მთელი საქართველოს მასშტაბით. მან დაიმსახურა ურჩი მუსლიმი მთიელების პატივისცემა, რომლებიც ახალ რწმენაზე მთელი ტომებით გადადიოდნენ.
თამარის მეფობის დროს მთელ ქვეყანაში აქტიურად შენდებოდა გზები, ხიდები, ფუნდუკები და ტაძრები, მათ შორის, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, სადაც დედოფალმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. ბრძნული მმართველობით ქართველმა ხელმწიფემ საერთო–სახალხო სიყვარული მოიპოვა.
1917 წელს თამარობა საქართველოში ეროვნულ დღესასწაულად იქცა. ამ დღეს ქვეყნის ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, მათ შორის, თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც ქართველმა დედოფალმა მეორე ქმართან დაიწერა ჯვარი და ხშირად ლოცულობდა.
თამარ მეფეს პატივს სცემენ არა მხოლოდ საქართველოში: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანს დიდი სიყვარულით ეპყრობა. მეზობელ ქვეყანაში მოქმედებს თამარისთვის მიძღვნილი მრავალი ტაძარი: მაგალითად, თამარ მეფის ეკლესია ტოლიატიში, კრასნოე სელოში (სანქტ-პეტერბურგი), ანოსინოში (მოსკოვის ოლქი) და ბევრ სხვა რეგიონში. 14 მაისს აღნიშნულ ტაძრებშიც აღევლინება სადღესასწაულო წირვა.
კომენტარის დატოვება