USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
გასულ კვირას თბილისის “დინამოს” ფეხბურთელები მე-9-ედ გახდნენ სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023-ის მფლობელები. ბათუმის “დინამოსთან” გამარჯვების მოპოვება მხოლოდ პენალტების სერიაში ანგარიშით 4:3 მოხერხდა. ძირითად დროში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.
მესამე ადგილისთვის ქუთაისის “ტორპედოსა” და გორის “დილას” მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა, ფინალური შედეგი ასევე გადაწყდა 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში. შედეგად, “ტორპედომ” მოიგო ანგარიშით 5:4 და ტურნირის ბრინჯაო მოიპოვა.
კომენტარის დატოვება