სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში უცხოელებმა საქართველოში, დაახლოებით, 2,2 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,9%-ით მეტია. თანხების უმეტესი ნაწილი დაიხარჯა განთავსებაზე (27,3%), კვებაზე (24,2%), საყიდლებსა (20,%) და გართობაზე (18%).
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1,3 მილიონი მოგზაური ეწვია, რაც 7,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების ძირითადი მიზანი იყო დასვენება, ნათესავებისა და მეგობრების მონახულება და ასევე საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში ტრანზიტი. ყველაზე პოპულარული მიმართულებები თბილისი და აჭარა აღმოჩნდა.
კომენტარის დატოვება