USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
გარემოს ეროვნული სააგენტო ამ კვირაში საქართველოში სიცხის ტალღის მოსვლის შესახებ აფრთხილებს. უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში შეიძლება, +39 გრადუსამდე აიწიოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – +41 გრადუსამდე. მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური დღიური ტემპერატურა +38 გრადუსამდე, მაღალმთიანში – +33 გრადუსამდე.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ მოსალოდნელმა სიცხემ შეიძლება, გამოიწვიოს სითბური სტრესი, ტყის ხანძრები და მყინვარების დნობა.
კომენტარის დატოვება