საქართველოს პარლამენტი “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებების პაკეტს განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, 2025 წლის 3 იანვრიდან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, შეამოწმონ გზის პირას მდგომი დიდი ტონაჟის მქონე სატვირთო მანქანები, ავტობუსები და საბმურები სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესების, მძღოლების შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვაზე, შეამოწმონ ავტომობილებში ტაქოგრაფების ჩვენებები, ტვირთების სამაგრი და საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვების დაცვა.
ყველა დაფიქსირებული დარღვევა სამ კატეგორიად დაიყოფა. პირველი კატეგორიის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია გაფრთხილება, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობის ჯარიმა. მეორე კატეგორიის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია 1 ათასი ლარის, ხოლო მესამე კატეგორიის დარღვევის შემთხვევაში – 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა.
კომენტარის დატოვება