USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
უშუს ეროვნულ ფედერაციაში ისაუბრეს ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების წარმატებების შესახებ. კუნგ-ფუში დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენი ქვეყნის ნაკრების წარმომადგენლებს 22 მედალი მოუტანა, საიდანაც 3 ოქროსია. ვულოცავთ სპორტსმენებს!
კუნგ-ფუს მსოფლიოს მეცხრე ჩემპიონატი ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გაიმართა. შეჯიბრებებში 53 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კომენტარის დატოვება