სლოვენიაში გამართულ ევროპის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი და 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა. Fair Play-ის დაჯილდოების ცერემონიაზე მთავარი პრიზი მიიღო ქართველმა ძიუდოისტმა და ფესტივლის ჩემპიონმა მათე გველესიანმა. ფინალში მან ხელი მოავლო დაშავებულ მეტოქეს, ხორვატიელ ლუკა ტაკიჩს, და დაეხმარა მას პოდიუმზე ასვლაში პრიზიორების დაჯილდოების ცერემონიის დროს ის და კიდევ ერთი ოქროს მედლის მფლობელი, მოცურავე ანა ნიჟარაძე, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები გახდნენ.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ტრადიციულად მონაწილეობენ 14-დან 18 წლამდე ასაკის საუკეთესო ევროპელი სპორტსმენები. წელს ჩვენი ქვეყანა წარადგინა 31 სპორტსმენმა სპორტის 9 სახეობაში: ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, 3×3 კალათბურთი, საგზატკეცილო ველოსპორტი, სამთო ველოსპორტი, ტანვარჯიში, სკეიტბორდინგი და ჩოგბურთი.
კომენტარის დატოვება