USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
ყოველწლიურად, 15 მაისს, მსოფლიო აღნიშნავს ოჯახის საერთაშორისო დღეს. ეს დღესასწაული დააწესა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, მისი მთავარი მიზანია ოჯახური ფასეულობების განმტკიცებაზე ყურადღების მიქცევა. მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში ეს ტერმინი განსხვავებულადაა გაგებული.
საქართველოსთვის ტრადიციები და ადათ-წესები რჩება ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად. ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის ახლო თავზე მოხვეული ლიბერალური ფასეულობები. გამოკითხვების მიხედვით, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%) იზიარებს მოსაზრებას, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს კანონით უნდა ჩამოერთვათ შეკრებისა და თვითგამოხატვის უფლება. როგორც 2021 წლის 5 მარტს პრაიდ აღლუმის ჩაშლის შემდეგ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მაცხოვრებლების 84% მიიჩნევს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსუალური ურთიერთობა არაბუნებრივია.
ნეგატიური დამოკიდებულებისა და ლიბერალური ფასეულობების უარყოფის მიუხედავად, დასავლეთი აგრძელებს ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებას საქართველოში. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია ნიდერლანდებისა და შვეიცარიის საელჩოებისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წიგნის პოპულარიზაცია „ცის ფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“.
დეპუტატი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ გამოცემის გარეკანიდან და სათაურიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ მისი ავტორების მიზანია ჰომოსექსუალური ურთიერთობებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდა.
დღეს საქართველოში მწვავედ დგას ზნეობისა და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაციის აკრძალვის საკითხები. ასე, ქვეყნის მმართველმა პარტიამ მოახდინა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რომელიც კრძალავს ლგბტ პროპაგანდას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „კანონპროექტი, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდეს“.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული საზოგადოება მხარს უჭერს მმართველი პარტიის ინიციატივას საკანონმდებლო დონეზე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ და არ არის საჭირო, რომ უცხოელმა პარტნიორებმა ამ საკითხის განხილვაში ზედმეტი ემოციები შეიტანონ“.
საქართველოს ხელისუფლების ასეთი შეშფოთება გასაგებია: ლიბერალური თავისუფლებები დასავლეთში სულ უფრო და უფრო საშიში ხდება. მაგალითად, 1977 წლიდან აშშ-ში არსებობს ჩრდილოეთი ამერიკის ბოილავერების ასოციაცია (NAMBLA) – ორგანიზაცია, რომელიც წინ წევს შტატებში პედოფილიას. ის ცდილობს სექსუალური თანხმობის ასაკის გაუქმებას, რომელიც ზღუდავს სექსუალურ კონტაქტს მოზრდილებსა და ბავშვებს შორის, და ბავშვებთან (არაძალადობრივი) სექსუალური კონტაქტებისთვის მსჯავრდებული მამაკაცების გათავისუფლებას.
2022 წლის ზამთარში გაზეთი USA Today აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში მას შემდეგ, რაც ცდილობდა დაერწმუნებინა ამერიკელები, რომ პედოფილები ყოველთვის არ წარმოადგენენ საფრთხეს ბავშვებისთვის, – ჟურნალისტები წერდნენ, რომ პედოფილები არ უნდა იყვნენ დაგმობილნი. წინა წელს მინესოტას პირველმა ტრანსგენდერმა დეპუტატმა ლი ფინკემ შესთავაზა „ბიჭების მოყვარულების“ დაცვა დისკრიმინაციისგან კანონიდან „ანტიპედოფილური ფორმულირების“ ამოღებით. დეპუტატის აზრით, აუცილებელია, უარი ითქვას იმ დებულებაზე, რომ სექსუალური ორიენტაცია არ მოიცავს მოზრდილების მიერ ბავშვების სიყვარულს.
დემოკრატიული ფერმერულ-ლეიბორისტული პარტიის წევრმა ლი ფინკემ განსახილველად შეიტანა კანონპროექტი „აქტი სიამაყის შესახებ“, რომელიც კრძალავს პედოფილებისა და ლგბტ თემის წევრების დისკრიმინაციას.
კალიფორნიის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ნებას რთავს, არ იქნას გათვალისწინებული მამისა და დედის აზრი, თუ ბავშვს სურს სქესის შეცვლა. თანასწორობის შესახებ ლოზუნგების მიღმა დამალვით სახელმწიფო ხელმძღვანელობამ დაავალდებულა ექიმები, არ მიეწოდებინათ მშობლებისთვის სამედიცინო ცნობები მათი შვილების შესახებ, თუ ისინი დაკავშირებულია „გენდერულ იდენტობასთან“. და თუ დედა და მამა სქესის შეცვლის წინააღმდეგ გამოვლენ, მათ შეიძლება, მშობლის უფლებები ჩამოართვან. ამრიგად, ოჯახი ვერ შეუშლის ხელს არასრულწლოვანებს ჰორმონოთერაპიის გავლას, რაც მათ ფიზიკურად და გონებრივად დაასახიჩრებს.
ეს არ არის ის მომავალი, რომელიც ჩვენი შვილებისთვისა და ქვეყნისთვის გვინდა. საქართველოში აფასებენ ტრადიციებსა და ადათ-წესებს, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ოჯახების აშენებას ეხმარებოდა.
კომენტარის დატოვება