საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა – 3 452-დან 6 594-მდე. ოთხჯერ გაიზარდა დაკავებული ნარკორეალიზატორების რაოდენობაც – 71-დან 284 ადამიანამდე.
საერთო ჯამში, 2023 წელს პოლიციამ ჩხრეკისას ამოიღო 4 ტონა კანაფი, 304 კგ მარიხუანა, 84 კგ ჰეროინი, 20 კგ Alpha pVp, 2,5 კგ კოკაინი, 4 კგ მეფედრონი, 9,5 ათასი სუბუტექსისა და სუბოქსინის ტაბლეტი, 13 კგ ფსიქოტროპული მედიკამენტები და 3 კგ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
კომენტარის დატოვება