ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ მსოფლიოს 23 წლამდე ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა. მიქაუტაძე, რომელსაც გულშემატკივრებმა “მეფე ჟორჟი” შეარქვეს, წინა სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო თავდამსხმელად და ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა და თავისი კლუბი (ფრანგული “მეცი”) ლიგა 1-ში დააბრუნა.
ყოჩაღ!
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძე აგრძელებს გაკვირვებას, მან ჩაატარა 18 მატჩი, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.
სიაში ლიდერობენ ნორვეგიელი ერლინგ ჰალანდი, რომელსაც მოსდევს ვინისიუს ჯუნიორი “რეალიდან” და ფილ ფოდენი “მანჩესტერ სიტიდან”.
კომენტარის დატოვება