USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
იტალიის ქალაქ მილანში დასრულებული მოდის კვირეულის ჩვენებებში ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმაც მიიღო მონაწილეობა. მან წარმოადგინა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Diesel-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. ამ სეზონის დასაწყისში 20 წლის ქართველი უკვე გამოჩნდა მოდის ჩვენებებზე ნიუ-იორკსა და ლონდონში.
სამოდელო ბიზნესში მატილდა გვარლიანი 14 წლიდანაა. ის თანამშრომლობს პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან, ხოლო მისი პირველი სამოდელო სააგენტო Look Models Managemént საქართველოში მდებარეობს.
კომენტარის დატოვება