USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
საქართველოს ნაკრებისა და იტალიის “ნაპოლის” ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ უგოლო სერია შეწყვიტა და თავის გუნდს დაეხმარა “უდინეზეს” დამარცხებაში ანგარიშით 4:1. 74-ე წუთზე ფეხბურთელი მეტოქის კარში ზუსტი დარტყმითა და ასევე საგოლე პასით აღინიშნა.
კვარაცხელიას მშრალი სერია 19 მარტიდან გრძელდებოდა, როდესაც ნახევარმცველმა სერია A-ში “ტორინოს” კარში 11-მეტრიანი დარტყმა გააკეთა.
ამჟამად იტალიის მოქმედი ჩემპიონი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.
კომენტარის დატოვება