USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ასაკობრივი პენსიისა და სოციალური შეღავათების მიმღებთა რაოდენობამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი – 1 მლნ–ზე მეტი ადამიანი – შეადგინა. სოციალური დახმარება 181,9 ათასმა ადამიანმა მიიღო, მათგან 67,1% მამაკაცია. რეგისტრირებული იყო 838,1 ათასი პენსიონერი, საიდანაც 71,1% ქალია.
სოციალური პაკეტების მიმღებთა შორის უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებია – 70,7%. ომის ვეტერანებმა 13,1% შეადგინეს, ოჯახებმა, რომლებმაც მარჩენალი დაკარგეს – 11,7%. ყველაზე მეტი სოციალური პაკეტი გაფორმებულია თბილისში – 27,2%, იმერეთში – 16,2%, აჭარაში – 11,8%.
ყველაზე მეტი პენსიონერი ცხოვრობს თბილისში – 30,3%. იმერეთში – მიმღებთა 15,8%, სამეგრელოს-ზემო სვანეთში – 10,5%, ქვემო ქართლში – 10%, კახეთში – 8,7%.
კომენტარის დატოვება