მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიაში ხმლით მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ნახევარფინალში , 15-14 მოუგო ეგვიპტელ ზიად ელ-სისის, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ამერიკელელ დერშვიცთან 6-15 დამარცხდა. ქართველი ხმლით მოფარიკავე ვერცხლის მედალოსანი გახდა.
სანდრო ბაზაძე №1 სოლისტია FIE რეიტინგში. ამ სეზონში მას უნიკალური მიღწევა აქვს –სანდრო ბაზაძემ მიმდინარე სეზონის ყველა 11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია. გარდა ამისა მადრიდში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატიდან (2022 წლის მაისში) დაწყებული, ეს მისი მიყოლებით მე-14-ე პოდიუმია.
კომენტარის დატოვება