USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა. ხოლო 63 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავე ლერი აბულაძემ 2023 წელს ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ევროპის საუკეთესო მოჭიდავის წოდება მიიღო. ვულოცავთ!
წინა წელს ტალახაძემ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ოქრო მოიგო და ერ-რიადში მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო.
აბულაძემ 2023 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვა. 2024 წელს მან ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი ტურნირის საწყის ეტაპზე მარცხის გამო ნაადრევად დატოვა.
კომენტარის დატოვება