ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე, რომელიც პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 23 ივნისს ჩვენი კალათბურთელები ტრენტოში იტალიის ნაკრებს შეხვდებიან, ხოლო 28 ივნისს – ეგვიპტის ნაკრებს რიგაში.
სულ საკვალიფიკაციო ეტაპზე პარიზის ოლიმპიადის ოთხი ბილეთისთვის 24 გუნდი იბრძვის. საკვალიფიკაციო მატჩები რიგაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები მოხვდა A ჯგუფში, სადაც 2 ივლისს ლატვიას, ხოლო 4 ივლისს ფილიპინებს ეთამაშება. ნახევარფინალში ჯგუფიდან ორი გუნდი გავა.
კომენტარის დატოვება