საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ახალი სტატისტიკა. დაფიქსირებულია 93 სასიკვდილო შემთხვევა, კიდევ 1495 ადამიანი დაშავდა. ყველა სერიოზული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ნახევარი დედაქალაქში ხდება.
აღნიშნულია, რომ იანვრიდან მარტის ჩათვლით საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მსხვერპლი 3 ბავშვი გახდა, მათგან ორი ფეხით მოსიარულე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ავარიების შედეგად დაშავებულთა საერთო რაოდენობამ 168 ადამიანი შეადგინა. დიდია ფეხით მოსიარულეებთან შეჯახების რაოდენობაც – 359 ადამიანი, რომელთაგან 21 დაიღუპა.
კომენტარის დატოვება