ტრადიციული კერძების მსოფლიო ენციკლოპედიამ TasteAtlas-მა მსოფლიოს საუკეთესო ღვეზელების სია წარადგინა. 100 საუკეთესოთა რეიტინგში ქართულმა ხაჭაპურმა პირველი ადგილი დაიკავა. გამოცემის ავტორებმა აღნიშნეს არა მხოლოდ კერძის გემო, არამედ მისი მრავალფეროვნება რეგიონიდან გამომდინარე.
განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტორებმა ხაჭაპურს მთელ მსოფლიოში საუკეთესო ღვეზელი უწოდეს, გადაწყვიტეს, ცალკე აღენიშნათ აჭარული ხაჭაპური და ცნობილ ნავს პრესტიჟული რეიტინგის პირველ ხუთეულში ცალკე ადგილი გამოუყვეს.
კომენტარის დატოვება