USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
9 მაისს დსთ-ს სახელმწიფოები და მრავალი სხვა ქვეყანა აღნიშნავს გერმანელ დამპყრობლებზე მრავალეროვანი საბჭოთა ხალხის დიდი გამარჯვების 79 წლის იუბილეს.
ამ დღეს, 1945 წლის, დასრულდა XX საუკუნის ყველაზე სისხლისმღვრელი ომი. გააფთრებული ბრძოლების მთელი პერიოდის განმავლობაში ფრონტზე 700 ათასზე მეტი ქართველი – ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი – წავიდა. მათი ნახევარი სახლში არ დაბრუნებულა.
ომის წლებში გმირობისთვის 70 000-ზე მეტმა ქართველმა მიიღო მაღალი სახელმწიფო ჯილდოები. ჩვენი ცხრა თანამემამულე გახდა დიდების ორდენის სრული კავალერი. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 90 ქართველს მიანიჭეს. მათ შორის არიან ლეგენდარული სერჟანტი მელიტონ ქანთარია, რომელმაც 1945 წლის 30 აპრილს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა, და გენერალი კონსტანტინე ლესელიძე.
გამარჯვებისთვის ზურგშიც იბრძოდნენ. საქართველოში ფრონტისთვის შეაგროვეს 272 მლნ რუბლი ტანკებისა და თვითმფრინავების ასაშენებლად და, დაახლოებით, 2 მლნ ერთეული თბილი ტანსაცმელი, შეწირეს 1,8 მლნ ტონა სხვადასხვა პროდუქტი და გამოყვეს ბოსტანისთვის 7 ათას ჰექტარზე მეტი მიწა ფრონტელების ოჯახებისთვისა და ევაკუირებულებისთვის.
ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირული სიმტკიცისა და სიმამაცის დავიწყება შეუძლებელია. ამჟამად საქართველოში ცოცხალია დიდი სამამულო ომის 114 ვეტერანი, მათგან ყველაზე უფროსი 105 წლისაა.
დღეს ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ჩვენი თანამემამულეების გმირობებისა და სამხედრო დამსახურებების მიმართ პატივისცემის ჩანერგვა, ასევე იმ საშინელი დღეების ნამდვილი ისტორიის მოყოლა.
საქართველოში ამ საქმეს დიდი ყურადღება ეთმობა. წინა წელს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ წარადგინა წიგნი „დიდი სამამულო ომი 1941–1945. ცნობარი “. ამ ტომისთვის მან გამოიყენა 70 წყაროზე მეტი: რუსი, გერმანელი და ინგლისურენოვანი მკვლევრების ნამუშევრები. „ისტორიული მეხსიერების შენახვას უნდა ჰქონდეს არა მარტო მწიგნობრული ფორმა, არამედ ცოცხალიც. ამიტომ ჩვენი ინსტიტუტი და მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარი“ რეგულარულად ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს ახალგაზრდებთან ერთად. მაგალითად, შაბათობებს, როგორც მეორე მსოფლიო ომის, ისე სამეფო რუსეთის დროინდელი ძმათა საფლავების ძეგლებისა და საფლავის ქვების რესტავრაციას. რა თქმა უნდა, ვმონაწილეობთ 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნაში, ვულოცავთ ჩვენს ვეტერანებს…“, – აღნიშნავს წიგნის ავტორი გულბაათ რცხილაძე.
შორეულ 1945 წელს საბჭოთა ჯარების გამარჯვებამ არა მხოლოდ მოიტანა დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა, არამედ გაათავისუფლა მთელი ევროპა გერმანელი ფაშისტებისგან. უნდა გვახსოვდეს, რის წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩვენი დიდი ბაბუები და რის ფასად მიაღწიეს ამ გამარჯვებას.
კომენტარის დატოვება