USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია იუწყება, +100 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ მატჩში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა შალვა გურეშიძემ თურქი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენი ასევე ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
ვიცე-ჩემპიონად შეჯიბრზე ალექსანდრე ლოლაძე გახდა, რომელმაც 81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლი მოიპოვა. ვულოცავთ!
კომენტარის დატოვება