მთავრობის მონაცემებით, საქართველომ ამ დროისთვის ექსპორტზე $22 მლნ-ს ღირებულების 33,8 ათასი ტონა ციტრუსი გაიტანა. აღნიშნულია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე გადამუშავდა 9,9 ათასი ტონა არასტანდარტული ციტრუსი, დაახლოებით, 2,5 მლნ ლარის სუბსიდირების მთლიანი ოდენობით. იგეგმება, რომ სეზონის ბოლომდე დამუშავდება კიდევ 3-5 ათასი ტონა ციტრუსი.
სულ, ამ სეზონზე მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალი. საექსპორტო მანდარინებს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, სამრეწველო გადამუშავებისთვის მანდარინის შემსყიდველი კომპანიები იღებს სახელმწიფო სუბსიდიას კილოგრამზე 0,3 ლარის ოდენობით.
კომენტარის დატოვება