USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
წინა კვირას ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა დაიწყო სპეციალურ რეისებზე ბილეთების გაყიდვა, რომლებიც ამოქმედდება გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე გულშემატკივრების გადასაყვანად. ბილეთების მინიმალურმა ღირებულებამ 295 ევრო შეადგინა.
ჯერჯერობით რეისები დაანონსებულია კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპის მატჩებზე: თბილისი–დორტმუნდ–თბილისი 17 და 19 ივნისს; თბილისი–ჰამბურგი–თბილისი 21 და 23 ივნისს; თბილისი–დიუსელდორფი–თბილისი 25 და 27 ივნისს.
საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის გუნდებს დაუპირისპირდება.
კომენტარის დატოვება