USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
2024 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2,5 მილიარდი ლარი გახდება, რაც 2012 წელთან შედარებით 300%-ით მეტია. 75 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობაზე 700 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2024 წლის 1 ივლისიდან მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება, მაგალითად, სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგები მინიმუმ 500 ლარით მეტს მიიღებენ.
ახალი სასწავლო წლიდან სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა – 2,5-დან 5 ათას ადამიანამდე. გაიზარდა სტიპენდიის ოდენობაც – ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით თვეში 150-დან 300 ლარამდე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებს ფინანსური დავალიანება მოუხსნა. რის შედეგად, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების 27 ათას სტუდენტს შეუძლია სტატუსის აღდგენა და სწავლის გაგრძელება.
კომენტარის დატოვება