ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.670.00%
Таблица обменных курсов
EUR2.88+0.10%

ეკომიგრანტები ბინებს მიიღებენ

5 მაისი, 2024

მაისში ბათუმის გარეუბანში მდებარე დაბა “ოცნების ქალაქში” 582 ეკომიგრანტი ოჯახი ბინების გასაღებს მიიღებს. დაბა აშენდა 2012 წელს ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც 2005 წელს დაიხურა, მასში ცხოვრობს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზარალებული ზემო აჭარის მოსახლეობა. ამ წელს აქ დაიწყებენ საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობას.

რეგიონში ასევე ხორციელდება პროგრამა “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა”. მის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსების წილი თითოეულ ოჯახზე გაიზარდა და ახლა 50 ათას ლარს შეადგენს, ხოლო პროგრამის მთლიანმა ბიუჯეტმა 5 016 840 ლარი შეადგინა. წელს პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი უკვე 45 ოჯახმა მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.