კვირის ბოლომდე საქართველოს წვიმიანი ამინდი ელის. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ზოგ ადგილას შესაძლებელია კოკისპირული წვიმა სეტყვით. სინოპტიკოსების თქმით, უხვი ნალექის გამო მდინარეებში წყლის დონემ შესაძლოა, მოიმატოს, რაც ზრდის წყალდიდობის შესაძლებლობას. მთიან რაიონებში კი ეს შეიძლება, მეწყერის მიზეზი გახდეს.
თბილისში უახლოეს დღეებში მოღრუბლული, ზოგ ადგილას კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი. თერმომეტრის სვეტი სითბოს 24 გრადუსამდე აიწევს. პარასკევს მოსალოდნელია ნალექები, შაბათ-კვირას კი – მოღრუბლული ამინდი და წვიმები ჭექა-ქუხილით.
კომენტარის დატოვება