“საქსტატი“–ს მანაცემებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს მუზეუმებისა და მუზეუმ–ნაკრძალების ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა და 1 688,2 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს უდრის. 2021 წელს ეს მაჩვენებელი უდრიდა 807,2 ათასს ადამიანს, ხოლო 2019 წელს – 309,9 ათასს ადამიანს. საშუალოდ 2022 წელს ერთ მუზეუმს 6,7 ათასი ექსკურსანტი ესტუმრა.
2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში გაიმართა 95%-ით მეტი ექსკურსია – 39 110, და 59%-ით მეტი გამოფენა – 854.
სულ 2022 წელს საქართველოში მუშაობდა 252 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი, მათგან 98 მემორიალური მუზეუმია, 71 – ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), 24 – ხელოვნების მუზეუმი, 13 – მუზეუმ-ნაკრძალი, ორი – ლიტერატურული მუზეუმი, და 44 – სხვადასხვა ტიპის მუზეუმი.
კომენტარის დატოვება