2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აჭარის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 1,5 ათას მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 კაცამდე ტევადობის თანამედროვე საცურაო აუზი აეშენებინა. სასახლე და საცურაო აუზი აშენდება საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად.
2020 წელს სამცხე-ჯავახეთის სამთო-სათხილამურო კურორტი ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად გამოცხადდა. ამასთანავე, შეჯიბრებების ნაწილი გაიმართება თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა, როდესაც მასში 50 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
კომენტარის დატოვება