საქართველოს ქალთა მოჭადრაკეთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება ჭადრაკის ფედერაცია. ფინალის ორ მატჩში ჩვენმა მოჭადრაკეებმა ყაზახეთის ნაკრები ანგარიშით 2,5:1,5, 3,5:0,5 დაამარცხეს. ადრე, 2015 წელს, საქართველოს უკვე ქჰონდა მოგებული ჭადრაკის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორის.
ვულოცავ ჩემპიონებს!
ჩემპიონატში, რომელიც პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გაიმართა, საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ საფრანგეთის, აშშ-ს, ჩინეთის, ინდოეთის, უკრაინის, პოლონეთის, ბულგარეთის, ეგვიპტის, გერმანიის გუნდები და FIDE ამერიკის გუნდი. საფრანგეთის მოჭადრაკეებმა...
გასულ დასვენების დღეებში საქართველოში პირველად ჩატარდა აზრთა ფესტივალი, რომელმაც თბილისის რიყის პარკის სტუმრებს შესთავაზა შერჩეული თემების ერთობლივად განვილვა შემდეგი კატეგორიებიდან: წარმოება, განათლება, მდგრადობის გაძლიერება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, საქართველოს სამომავლო პერსპექტივები.ღონისძიების ყველა მონაწილეს შეეძლო, თავისუფლად მიეღო მონაწილეობა შემოთავაზებულ დისკუსიებში და ასევე უბრალოდ მოესმინა სხვის მოსაზრებებს, ესიამოვნა შესანიშნავი მუსიკით, ეცეკვა და უბრალოდ გაეტარებინა სასიამოვნო შაბათის დღე.
ამ სეზონის პირველ საერთაშორისო ტურნირზე იტალიაში Lombardia Trophy-ს “ჩელენჯერის” სერიაზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ინდივიდუალურ სრიალში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ნიკა ეგაძემ თავისუფალ პროგრამაში მეორე ადგილი დაიკავა. ასევე მარია კაზაკოვა და გეორგი რევია სპორტულ ცეკვაში პირველ სამეულში შევიდნენ და ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ.გარდა ამისა, სტამბოლში გამართულ ფიგურული სრიალის მორიგი გრან-პრის ეტაპზე იუნიორებს შორის ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებიც საქართველოს სახელით გამოდიან, ოქრო მოიპოვეს. მეორე ადგილი ამერიკელმა წყვილმა დაიკავა, ბრინჯაო კი კანადელ სპორტსმენებს...
13 სექტემბერს აღინიშნება კახეთის დედოფლის – წმიდა ქეთევან წამებულის – ხსენების დღეა.
ის იყო ბაგრატიონთა დინასტიიდან და ქართლის მეფის კონსტანტინეს შვილიშვილი. კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის მემკვიდრის, დავითის, ცოლად გახდომის შემდეგ ის დამოუკიდებლად მართავდა ქვეყანას. ქეთევანი დაუღალავად ზრუნავდა ქართული ეკლესიის საჭიროებებზე, აშენებდა ტაძრებს, ხსნიდა საავადმყოფოებსა და აწყობდა სუფრებს ღარიბებისთვის, ქვრივებისთვისა და ობლებისთვის. ქმრის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ქეთევანი განმარტოებით ცხოვრობდა.
1614 წელს სპარსეთის შაჰ-აბასმა კახეთის დედოფალი ქეთევანი მძევლად აიყვანა....
ჰააგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოქრო მოიგო. ფინალურ მატჩში ქართველმა ძიუდოისტებმა ჰოლანდიის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. მანამდე სპორტსმენებმა გამარჯვება იტალიისა და აზერბაიჯანის ნაკრებებთან მოიპოვეს.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ეს არის ისტორიაში ევროპის ჩემპიონის პირველი ტიტულია შერეულ გუნდებს შორის. საქართველოს ნაკრებს ოქრო თენგო ზირაქაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და შალვა გირეშიძემ მოუტანეს. ლუკა ბაბუცაძემ ბრინჯაო მოიპოვა.
გასულ დასვენების დღეებში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ გამყრელიძემ განაცხადა, რომ მეწყრების შემდეგ გურიის ტერიტორიის შემოწმებას გეოლოგები შეუერთდნენ. სპეციალისტებმა საკუთარ თავზე აიღეს ყველაზე მეტად დაზარალებული ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონების რისკის შეფასება მაცხოვრებლებისთვის.უხვი ნალექის შედეგად ყველაზე დაზარალებულად ლანჩხუთის რაიონის სოფლები ჩოჩხათი, სუფსა და ჯიხანჯირი და ოზურგეთის რაიონის სოფელი სილაური დასახელდა. 100-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა და ამდენივე საკუთარი ძალებით ნათესავებთან წავიდა.
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ...
ევროპული დიპლომატიის მეთაური საქართველოს მორიგი ვიზიტით ეწვია. ვარაუდობდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დროს გაკეთდებოდა ევროკომისიის 12 სანუკვარი რეკომენდაციის განსახორციელებლად გაწეული სამუშაოს მკაფიო შეფასება და გამოითქმებოდა რეკომენდაციები ისეთი რთული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, როგორებიცაა დეოლიგარქიზაცია და ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა.
მაგრამ არაფერი იმის შესახებ, რაც გვჭირდებოდა და იყო მნიშვნელოვანი, ჩვენ არ გაგვიგია. გაჟღერდა მორიგი ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო, საზოგადოების...
2023 წლის პირველ ნახევარში პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში 23 146 მცირე ავარია დააფიქსირეს. მათ ეკუთვნის საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევები, რომლებმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მცირე დაზიანება ან ტვირთის, გზების, ნაგებობებისა და სხვა ქონების დაზიანება. ყველაზე მეტი მცირე საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა თბილისში – 14 359 ავარია. შემდეგ მოდის აჭარა (2 104 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა) და იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის (1 704 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა) რეგიონები.მცირე ავარიების ძირითადი მიზეზი გახდა ავტომობილის დაუდევარი მართვა, მანევრის წესების დარღვევა და პარკირების...
საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ისაუბრეს მარმარილოს ფაროსანას შემოჭრისგან მოსავლის გადასარჩენად ყანების დამუშავების დაწყების შესახებ. ადრე მავნებელმა სერიოზული ზიანი მიაყენა თხილის მოსავალს. ახლა კი ქვეყნის დასავლეთის სიმინდის ყანებზე გადაინაცვლა.ექსპერტები აზუსტებენ, რომ თერმული ნისლით უკვე დამუშავდა მიწის 128 628,00 ჰექტარი, ცივი შესხურებით კი – 40 068 ჰექტარი. ჩატარებული ღონისძიებები იძლევა მავნებლების მიერ მიყენებული ზიანის მინიმუმამდე შემცირების საშუალებას.