თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს ქალაქის დღე “თბილისობა 2023” 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს სამ ლოკაციაზე: ორბელიანიას მოედანზე, რიყის პარკსა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჩატარდება. ქალაქის დღესასწაულში მონაწილეობის მიღების მსურველებს განაცხადის შეტანა დედაქალაქის მერიაში 19 სექტემბრამდე შეუძლიათ.2018 წლიდან “თბილისობა” ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას. გასულ წელს დღესასწაული ხუთ ლოკაციაზე: რიყის პარკში, ლეღვთახევის ხეობაში, მეტეხის ხიდზე და ასევე ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე გაიმართა.
საქართველოს სოციალური ცეკვის ეროვნული ფედერაცია და Salsa Caliente Tbilisi გიწვევთ ცეკვის მე-5 საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც თბილისში 22-25 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტები, მასტერკლასები და მრავალი საინტერესო შოუ საქართველოს, ესპანეთის, საფრანგეთის, თურქეთის, კუბას, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით.ღონისძიებები გაიმართება Caliente SDF-ს აკადემიაში.
სტუმრებს ჰპირდებიან გამოსვლებს ბაჩატას, სალსას, კიზომბას, აფროს სტილში და ასევე ლათინურ საღამოებს.
18-19 სექტემბერს ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს სხდომა გაიმართა. მასში, დაახლოებით, 40 დელეგატი მონაწილეობდა – რფ-ს ეკონომიკური უწყებების წარმომადგენლები და ასევე რუსი და ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში მუშაობენ.
შეხვედრის მთავარი თემები გახდა საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვები, ინვესტიციები და მოსკოვსა და თბილისს შორის ავიაბილეთების ფასების შემცირების საკითხი.
სხდომის დაწყებამდე დელეგაციამ მოინახულა „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი და ადგილზე გაეცნო ვითარებას, გაესაუბრა მძღოლებს, საბაჟოს წარმომადგენლებს და ა.შ. დაფიქსირდა...
წინა კვირას გაიმართა გუნდების წილისყრა მოახლოებული წყალბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოუწევს A დივიზიონის B ჯგუფში უნგრეთის, იტალიისა და საბერძნეთის მეტოქეებთან დაპირისპირება, სადაც ასევე ხორვატიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და მონტენეგროს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ.კონტინენტის პირველობა 2024 წლის 3 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით ისრაელის ქალაქ ნეთანიაში გაიმართება.
თითოეული დივიზიონის ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი პირდაპირ გავა ტურნირის მეოთხედფინალში. მე-3 და მე-4 ადგილებზე გასულებს მოუწევთ ტურნირში მონაწილეობის უფლებისთვის ბრძოლა.
დღეს, 21 სექტემბერს, მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამ დღესასწაულის აღნიშვნა, დაახლოებით, IV საუკუნეში დაიწყეს და ის აღიქმებოდა, როგორც საყოველთაო სიხარულის დღე: სამყაროს კაცობრიობის მაცხოვრის მომავალი დედა მოევლინა.
ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურებები გაიმართება. ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის მთავარი ლიტურგია ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ჩატარდება.
მართლმადიდებლები შეიკრიბებიან ამ დღესასწაულისთვის მიძღვნილ ტაძრებსა და ეკლესიებში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში. დღეისთვის მსოფლიოში 1,8 ათასზე...
გასულ კვირას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობის დასაწყებისთვის ქვეყნის მთავრობის მიერ ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ. პროექტი ჯერ კიდევ 2017 წელს შეჩერდა.სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მნიშვნელოვანი პირობაა, რომ სახელმწიფო ფლობდეს 51%-ს. დანარჩენი ნაწილი განკუთვნილია კერძო პარტნიორისთვის. ამ წლის მარტში პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო კომპანია შპს “ანაკლიის ზღვის პორტი” დაფუძნდა.
ბოლო დღეების მოვლენების გაანალიზებისას, რომლებსაც ქართული საზოგადოების დესტაბილიზაცია მოჰყვება, შეუიარაღებელი თვალით შეიძლება შევამჩნიოთ კოლექტიური დასავლეთის „დახმარება“ და მისი ღია სურვილი, უკარნახოს თავისი პირობები ჩვენს ქვეყანას.
აშშ და ევროკავშირი სულ უფრო ხშირად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში. მათი მიზანი იგივე რჩება – ხელისუფლების შეცვლა. ეს აუცილებელი ზომაა, ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უარს ამბობს დასავლელი პარტნიორების აყოლაზე და ცდილობს დამოუკიდებლად აშენოს თავისი მომავალი, საკუთარი მაცხოვრებლების ინტერესებზე დაყრდნობით.
დასავლეთს არ მოსწონს ამგვარი...
ერ-რიადში დასრულებულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა და ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ორივე მოძრაობის ჯამით ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, როდესაც 473 კგ წონა ასწია. ვულოცავთ და ვამაყობთ!ლაშა ტალახაძე ასპარეზობს +109 კგ წონით კატეგორიაში.
საუდის არაბეთში გამართულ შეჯიბრებებზე მან მოიგო ოქრო ატაცში 220-კილოგრამიანი სიმძიმის აწევით, ხოლო აკვრით ქართველმა ძალოსანმა 253 კგ აიღო, რამაც ასევე მისცა უმაღლესი ღირებულების მედლის მოპოვების საშუალება.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი “საქართველო” ამ დღეებში სხვადასხვა ადგილზე იმართება. მასში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები იტალიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ფინეთიდან. ისინი სტუმრებისთვის ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ.კონცერტი გაიმართება უკვე დღეს, 21 სექტემბერს, სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ხვალ კი, 22 სექტემბერს, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში.