ყოველწლიურად, 27 სექტემბერს, აღინიშნება ტურიზმის საერთაშორისო დღე. ეს დღესასწაული მიზნად ისახავს საერთაშორისო ყურადღების მიქცევას მოგზაურობების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე.
დღეს ტურიზმის სფერო არის საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ეროვნული სამზარეულოს მთავარი დამფასებლები რუსები არიან.
2023 წლის იანვარ-ივნისში ჩვენს ქვეყანას 2,2 მლნ ტურისტი ესტუმრა, ამასთანავე, 577,6 ათასი რფ-დან ჩამოვიდა. საერთო ჯამში, მოგზაურებმა საქართველოში $1,3 მლრდ დახარჯეს....
იტალიის ქალაქ მილანში დასრულებული მოდის კვირეულის ჩვენებებში ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმაც მიიღო მონაწილეობა. მან წარმოადგინა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Diesel-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. ამ სეზონის დასაწყისში 20 წლის ქართველი უკვე გამოჩნდა მოდის ჩვენებებზე ნიუ-იორკსა და ლონდონში.სამოდელო ბიზნესში მატილდა გვარლიანი 14 წლიდანაა. ის თანამშრომლობს პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან, ხოლო მისი პირველი სამოდელო სააგენტო Look Models Managemént საქართველოში მდებარეობს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ბაქოში გამართული გრანდ სლემის ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ილია სულამანიძემ რუსი სპორტსმენი მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა და ჩვენს ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანა. მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ფინალში ინალ ტასოევთან დამარცხდა და ვერცხლი მოიპოვა.ბოლო დღეს სოფია სომხიშვილმა, ერეკლე ბაზიერიშვილმა, ვლადიმერ ახალკაცმა და თორნიკე ფოლადიშვილმა ტურნირი ადრეულ ეტაპზე დატოვეს. საქართველოს ნაკრებს წელს მხოლოდ სამი მედალი აქვს.
კახეთის რეგიონში ძლიერი სეტყვის შედეგად ვენახების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურების გამო საქართველოში მოსალოდნელია ღვინოსა და ყურძენზე ფასების მატება. ამის შესახებ კომპანია “ნეკრესის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ოთო ტაბატაძემ განაცხადა. მისი თქმით, ისინი ვერ შეძლებენ იმ მოცულობის წარმოებას, რაც წელს დაგეგმილი ჰქონდათ, რადგან ელიტური ღვინის ჯიშებისთვის ყურძნის დეფიციტი იქნება.ამ წლის ღვინო მხოლოდ მომავალ წელს დაიწყებს გამოსვლას, ამიტომ ფასების მყისიერი მატება არ არის მოსალოდნელი. ვითარება ბაზარზე ძალიან შესამჩნევი გახდება, თუ მსგავსი მოუსავლიანობა მომავალ წელსაც განმეორდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ისაუბრეს სადახლო-წოფი-ახკერპის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 8,6 კმ-იანი მონაკვეთის სრული აღდგენისთვის 6,6 მლნ ლარის გამოყოფის შესახებ. მიმდინარე წლის ბოლომდე სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს.ფართომასშტაბიანმა სამუშაოებმა უნდა მოიცვას გზისა და ერთი ხიდის შეკეთება საჭირო მონიშვნების დატანებითა და ნიშნების დაყენებით, წყალსადენების, ავტოსადგომების, ადგილობრივი მაცხოვრებლების ეზოებში შესასვლელების მოწყობა, ყველა საჭირო ნაგებობის აღდგენა და მშენებლობა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა პროგრამა “გაფანტული სკლეროზის მედიკამენტებისა და გამოკვლევების დაფინანსების” გაფართოების შესახებ. ახლა მედიკამენტებისა და გამოკვლევების 100%-იანი დაფინანსება გათვალისწინებულია დედაქალაქში დარეგისტრირებული 15-60 წლის ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის.ყოველწლიურად თითოეული ბენეფიციარისთვის პროგრამით გათვალისწინებულია, დაახლოებით, 25 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება.
ადრე პროექტის ფარგლებში სრული დაფინანსება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებისთვის იყო გათვალისწინებული.
სერბეთის ქალაქ ბელგრადში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა 97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ ჯილდომ ქართველ სპორტსმენს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზური უზრუნველყო.მაჭარაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. მცირე ფინალში ჩვენმა სპორტსმენმა თურქი მეტოქე დაამარცხა.
ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთის დედაქალაქში ასევე გაემგზავრება გენო პეტრიაშვილი, რომელმაც 125 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განაცხადეს, რომ 7-დან 9 ნოემბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული პარკების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაცვლის მიზნით თბილისში გაიმართება პირველი საერთაშორისო სამიტი “ევრაზიისა და აღმოსავლეთი ევროპის ეროვნული პარკებისა და ცხოველთა სამყაროს დაცვა”.სამიტის ფარგლებში მსოფლიოს ათობით ქვეყნის ეროვნული პარკების წარმომადგენლების გამოსვლაა მოსალოდნელი. მონაწილეთა მიერ განსახილველ ყველაზე მნიშვნელოვან თემებს შორის არის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები; ტექნოლოგიები და სისტემები ეროვნულ პარკებში; ეკოტურიზმის მდგრადი...
ამ დღეებში თბილისში დასახელდა ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებულები. 2023 წლის საუკეთესო რომანებად გახდა ზაზა ბურჭულაძის “ვარდის სურნელი” და ივა პეზუაშვილის “მასკარაფონე”. “საბას” დანარჩენი ცხრა ნომინაციის ლიდერებს შეგიძლიათ, გაეცნოთ საიტზე.საბას მკითხველი: გოდე გორგილაძის “რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე”;
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: გოგა ქობალიას “ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად”;
წლის საუკეთესო პიესა: ვალერი ოთხოზორიას “წმინდა ნაწილები”;
წლის საუკეთესო კრიტიკა: ნანა აბულაძის “ორივე...