დღეს Batumi Black Sea Music and Art Festival მთავრდება. კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების მეათე საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალმა მაყურებლებს ვრცელი პროგრამა წარუდგინა: კონცერტები გამოჩენილი არტისტების გამოსვლებით, მასტერკლასები და გამოფენები.ფესტივალის ყოველ დღე ორგანიზატორები სთავაზობდნენ სტუმრებს მუსიკოსების გამოსვლებსა და ახალ ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოებას მოწყენის საშუალებას არ აძლევდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სპეციალისტებმა შეაჯამეს 2022 წლის შედეგები. 12 თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში 26 048 ქორწინება და 14 098 განქორწინება დაფიქსირდა. ორივე მაჩვენებლით ლიდერი თბილისი გახდა. ამასთანავე, ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა გაყრის მომენტისთვის 11,1 წელია.სტატისტიკა აჩვენებს დაქორწინებულთა ასაკის ზრდას. ეს ტენდენცია დამახასიათებელია როგორც სიძეებისთვის, ასევე პატარძლებისთვის. საქართველოში მამაკაცისთვის ოჯახის შექმნის საშუალო ასაკი 31,9 წელია, ხოლო ქალისთვის – 29,4.
TBC Capital-ის ყოველკვირეული კვლევის განახლებიდან გამომდინარე, წელს მიგრაცია დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ მისი გავლენა მშპ-ზე უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე 2022 წელს. 2023 წლის იანვარ-ივლისში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. მიგრანტების წვლილი ხარჯებში განსაკუთრებით შესამჩნევია საცხოვრებლებთან დაკავშირებულ სექტორებში: ტექნიკა, ავეჯი, სარემონტო მასალები. ექსპერტები საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 7%-ით პროგნოზირებენ.წელს მიგრანტების ქცევა ადგილობრივების ქცევას მიუახლოვდება, თუმცა უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებულ სფეროებში მიგრანტების წვლილი...
სექტემბერში ქვეყანაში გზებზე მანქანებიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფის გამო თითქმის 900 მძღოლი დაჯარიმდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური აპარატის გამოყენებით, შემთხვევითი შემოწმებები ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩაატარეს. შედეგად გამოწერილი იქნა 896 ჯარიმა, 709 ფიზიკურ და 187 იურიდიულ პირზე. დარღვევათა რაოდენობით ლიდერობს თბილისი – 418 ფაქტი. შემდეგ მოდის ქუთაისი (202), ბათუმი (162) და რუსთავი (114).ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პირველი დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას ფიზიკური...
დღეს მთელ საქართველოში ყოველწლიური ფესტივალი “ქართული ღვინის დღეები“ იწყება. კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში გაიმართება მასშტაბური გამოფენები, კონცერტები და სადეგუსტაციო ღონისძიებები. დღეს თბილისში ასევე გაიმართება გამოფენა–გაყიდვა, კალიგრაფიის გაკვეთილი, დიჯეი Nika J-სა და ბენდი “თამადას” კონცერტები.ფესტივალი გაიმართება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ თელავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, მარნეულში, მცხეთაში, ყვარელში, ჩოხატაურში, ახმეტაში, თერჯოლაში, ახალციხეში, დედოფლისწყაროში, ოზურგეთში, სიღნაღში, მარტვილში, საგარეჯოში, ბოლნისში, ლაგოდეხში, ზესტაფონში, გურჯაანში,...
საქართველოს მთავრობის მასშტაბური საინვესტიციო პროექტის “წყალტუბოს ახალი სიცოცხლის” ფარგლებში მიტოვებული სანატორიუმი “წყალტუბო” იმერეთის ამავე სახელწოდების კურორტზე ელექტრონულ აუქციონზე 2,6 მილიონ ლარად გაიყიდა. პრივატიზაციის პირობების თანახმად, სანატორიუმის ახალი მფლობელი იღებს ვალდებულებას, ხუთი წლის განმავლობაში განახორციელოს 7,8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია სასტუმროს ტერიტორიაზე არანაკლებ 100 ნომრისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების აღჭურვისთვის.პროექტი “წყალტუბოს ახალი სიცოცხლე” მიმართულია წყალტუბოში თანამედროვე სპა კურორტის შექმნაზე, სამედიცინო ტურიზმის...
საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც აღინიშნება 27 ოქტომბერს – გამოჩენილი ქართველი პედაგოგის, საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს. ყოველწლიურად ამ თარიღს უკავშირდება დამსახურებული პედაგოგებისთვის ეროვნული ჯილდოს გადაცემა, რომელიც მოიცავს სპეციალურად შექმნილ სამკერდე ნიშანს და 10 ათასი ლარის ოდენობის ფულად პრემიას.ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი გახდა. ამით სამინისტრო გეგმავს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა 9 კომპანის სახელი, საიდანაც შეირჩევა პარტნიორი ორგანიზაცია ციფრული ლარის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საპილოტე გარემოს შესაქმნელად. ვირტუალური ვალუტის დანერგვისთვის აუცილებელი პროცესების შესწავლა ჩვენს ქვეყანაში 2020 წლიდან მიმდინარეობს.საჭირო გამოცდილების მქონედ შემდეგი კომპანიები დასახელდა:AUGENTIC GmbHBitt Inc.Broxus Holdings Ltd.Currency Network Ltd.DCM Corp LimitedeCurrency Mint Inc.FARI Solutions Ltd.Ripple Labs, Inc.Sovereign Wallet Co., Ltd.
ამ კვირას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის წევრებმა, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, 26-29 სექტემბერს თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან და სტუდენტებთან ტრენინგები ჩაატარეს. იგეგმებოდა, რომ ამ გაკვეთილების მონაწილეები უნდა გამხდარიყვნენ საქართველოში მომავალი საპროტესტო აქციების ბირთვი და მოეწყოთ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ CANVAS პოზიციონირებს საკუთარ თავს, როგორც საგანმანათლებლო სტრუქტურას, რომელიც სპეციალიზირებულია კონფლიქტების არაძალადობრივ გადაწყვეტაში, ფაქტიურად...