1 ივნისს აღნიშნავენ ნინოობას – საქართველოს ნათლისმცემლის, წმინდა მოციქულთასწორის ნინოს მოსვლის დღეს.
გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინო ცხოვრობდა იერუსალიმში III საუკუნის ბოლოს – IV საუკუნის დასაწყისში. სიზმარში მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც ნინოს ვაზის ტოტებისგან დამზადებული ჯვარი გადასცა და იბერიის წარმართთა გასანათლებლად აკურთხა.
319 წელს წმინდა ნინო საქართველოში ჩამოვიდა და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. 327 წელს ის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო წმინდანს დღესაც თვლიან ჩვენი ქვეყნის ნათლისმცემლად. ბევრ გოგონას მის სახელს არქმევენ. საქართველოს განმანათლებელი...
24 ივნისს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით სერგეი პროკოფიევის ბალეტის “კონკია”-ს პრემიერა შედგება. მარიამ უგრეხელიძის სახელობის კამერული და საბალეტო დასი (M.U. Ballet Company) საბალეტო წარმოდგენაში ორ მოქმედებად გამოვა.კონკიას როლს სპექტაკლში მარიამ ცინცაძე შეასრულებს, უფლისწულის – ლევ გეორგიევსკი, დედინაცვლისა და ლედი ტრემეინის – მარიამ უგრეხელიძე, დრიზელას – მარიამ ოსიძე, ანასტასიას – ელენა წიკლაური, ფერიის – მარიამ გოგოძე. ქორეოგრაფი, რეჟისორი და პედაგოგი მარიამ უგრეხელიძეა,...
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული კლუბის “მეცი”-ს დავდამსხმელი 23 წლის გიორგი მიქაუტაძე სეზონის შედეგებით ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა გაიტანა 23 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა.მიქაუტაძესთან ერთად საფრანგეთის საფეხბურთო კავშირის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ვიქტორ ლეკალი, ჯოშ მაია და ნილს ნკუნკუ იყვნენ ნომინირებულნი. გამარჯვებული თავად მოთამაშეებმა გამოავლინეს. გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელი წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. ეს დღესასწაული არის შეხსენება ყველა ჩვენგანისთვის, რომ შვილები სიყვარულსა და თანხმობაში უნდა აღვზარდოთ, მათში მორალური და სულიერი ფასეულობები უნდა ჩავნერგოთ, რომლებიც ჩვენს ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა, და დავიცვათ ისინი თანამედროვე სამყაროს საფრთხეებისგან.
ჩვენი შვილები იმსახურებენ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას, რომელიც ძლიერი ტრადიციული ოჯახებისგან შედგება, სადაც ქორწინება განიხილება, როგორც ქალისა და მამაკაცის საიდუმლოება, განქორწინებები აქტიურად განიკიცხება, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ცოდვად ითვლება, ხოლო უფროს თაობაზე ზრუნვა...
ზაფხულის პირველი დღეები საქართველოში თბილი და წვიმიანი იქნება. მეტეოროლოგების პროგნოზით, დღეიდან კვირის ბოლომდე ჰაერის დღიური ტემპერატურა 25-27 გრადუსის ნიშნულზე იქნება. თუმცა დღის განმავლობაში შენარჩუნდება მოღრუბლული ამინდი წვიმის დიდი ალბათობით.ქარის სიჩქარე კვირის ბოლომდე გაძლიერდება და შაბათ-კვირას 10-15 მ/წმ-ის ფარგლებში შენარჩუნდება.ღამით საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსი იქნება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კახეთის რეგიონში ორი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობის პროექტის განახლებაზე ისაუბრა. მანამდე ეს გეგმები პანდემიის გამო გადაიდო. აღინიშნება საწოლების რაოდენობისა და დარგის დაფინანსების გაზრდის საჭიროება.ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ფსიქიკური აშლილობით ამჟამად 84 142 ადამიანია დაავადებული. ამავდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა, დაახლოებით, ათასნახევარია. იგეგმება ამ რიცხვის გაორმაგება.
9 ივნისს თბილისში პირველი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point გაიმართება. ღონისძიების მონაწილე გახდება ათასზე მეტი დელეგატი ათი ქვეყნიდან. ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს 25 საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი, მათ შორის, ცნობილი სოციალური ქსელებისა და გლობალური კომპანიების წარმომადგენლები: Nike, Media.Monks, Smartly.io და სხვა.ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები მარკეტინგის, ბრენდისა და კულტურის, მომხმარებელთა ქცევის, ციფრული კონტენტის თემებზე. ყველა ვიზიტორისთვის მოეწყობა კონკურსი ხელოვნური ინტელექტით, გამარჯვებულებს...
მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოში შემოღებულია მკაცრი კონტროლი უპილოტო საფრენი აპარატებისა და დრონების გამოყენებაზე ასეთი ტექნიკის გარკვეული სახეობების სავალდებულო რეგისტრაციით. ახლა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აანონსებს კერძო საწარმოებისთვისა და სამთავრობო უწყებებისთვის მათ ტერიტორიაზე ფრენების აკრძალვის დააწესების შესაძლებლობას.აზუსტებენ, რომ ახლა საწარმოს მფლობელს ან ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს შეუძლიათ, მიმართონ კონკრეტულ ობიექტებზე დრონების ფრენის სრულად ან გარკვეული ვადით აკრძალვის მოთხოვნით.წესები ეხება სამხედრო, საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების დაწესებულებებს,...
3-დან 7 ივნისის ჩათვლით დედაქალაქში თბილისის მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 22 მწერალი 16 ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლატვიასა და საქართველოდან. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება დისკუსიები, პოეზიის საღამოები და შეხვედრები მწერლებთან.ფესტივალის სტუმრებს შორის არიან ავსტრიელი მწერალი და მუსიკოსი დანიელ ვისერი, ფრანგი პოეტი და დრამატურგი პოლინ პეკო, ამერიკელი აქტივისტი პოეტი ბობ...