უკვე ხვალ, 24 ივნისს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრებს ელის მატჩი ბელგიის წინააღმდეგ. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე „დინამო არენა“-ზე დაიწყება. პირველი შეხვედრა პორტუგალიის გუნდთან ჩვენმა ბიჭებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. ჩვენ გვჯერა გუნდისა და ვგულშემატკივრობთ ჩვენებს!პორტუგალიელებთან მატჩში ანგარიში 21 წლის გიორგი გაგუამ გიორგი წიტაიშვილის საგოლე გადაცემით 37-ე წუთზე გახსნა. მეორე გოლი მოწინააღმდეგეთა კარში საბა საზონოვმა გაიტანა – ასევე წიტაიშვილის საგოლე გადაცემით.ამ დროისთვის, პირველი წრის თამაშების შემდეგ, საქართველოს ნაკრები თავის ჯგუფში...
რუსი ლიტერატორების ცხოვრებასა და შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობოდა ინტერესი კავკასიასა და საქართველოს მიმართ. ასეთი გატაცების ერთ-ერთი მაგალითია ანა ახმატოვას ლექსები. 23 ივნისს აღნიშნავენ ამ გამოჩენილი რუსი პოეტის დაბადების დღეს.
მწერალს შთააგონებდა არა მარტო ჩვენი ქვეყნის ლამაზი ადგილები, არამედ მისი მაცხოვრებლებიც. ახმატოვა მჭიდროდ მეგობრობდა ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებასთან.
1930-იანი წლების დასაწყისში მან გაიცნო ცნობილი პოეტები ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი. ახმატოვა ხშირად უსმენდა, თუ როგორ კითხულობდნენ ისინი თავიანთ ლექსებს, ტკბებოდა ჟღერადობით და ცდილობდა მათ აზრში ჩაწვდომას....
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ მსოფლიოში ცნობილი კომპანიის STEINWAY & SONS-ის როიალების ინსტრუმენტების მესამე პარტია მიიღო. 2021 წლიდან უნივერსიტეტში უკვე მოვიდა 7 ინსტრუმენტი, სულ 2025 წლამდე კონსერვატორია მიიღებს 9,7 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 78 როიალს.კულტურის სამინისტროსა და STEINWAY & SONS-ის შეთანხმების შესაბამისად, კომპანია ასევე უზრუნველყოფს ინსტრუმენტების დაყენებას საკუთარი ინჟინრების ძალებით, რომლებიც, თავის მხრივ, ამას ადგილობრივ სპეციალისტებს ასწავლიან.მუსიკალური ინსტრუმენტების ნაკლებობის საკითხი მწვავედ დგას ქვეყნის მრავალი მუსიკალური...
24 ივნისს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში გაიმართება 2022 წელს დაარსებული გურული ღვინის ფესტივალი. ჩატარების ადგილი შემთხვევით არ შერჩეულა: ადრე მას ერქვა ოცხანა – აქედან მოდის ღვინო “ოცხანური საფერე“. სტუმრებს ორგანიზატორები საკონცერტო პროგრამასა და ხალხური ხელობის გამოფენას ჰპირდებიან.ფესტივალი ორგანიზებულია გურიის ღვინის ასოციაციისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ.საკონცერტო პროგრამაში შევა საცეკვაო ანსამბლებისა და ქუთაისის სასულე ორკესტრის გამოსვლები.
გამოძიების ვერსიით, ჩვენი ქვეყნის სამმა მოქალაქემ და ერთმა უცხოელმა 24 ადამიანის ანგარიშიდან 9 ათას ლარზე მეტი მოხსნა. ამისთვის ისინი უკანონოდ შევიდნენ მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში და თავიანთ ანგარიშებზე ხელმისაწვდომ თანხები გადარიცხეს. ახლა ბრალდებულებს ემუქრებათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.ჰაკერებს ბრალად ედებათ ადამიანთა ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლობის მისაღებად. ამასთანავე, დაზუსტებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულთა ჯგუფიდან ამჟამად იძებნება.
1941 წლის 22 ივნისი არის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომის მილიონობით ჯარისკაცის შვილებისთვისა და შვილიშვილებისთვის ეს არის ხსოვნისა და მწუხარების დღე.
სწორედ ამ დღეს, 82 წლის წინ, ომის გამოუცხადებლად ფაშისტური გერმანია თავს დაესხა სსრკ-ს. იმ დროისთვის გერმანელმა ჯარისკაცებმა უკვე მოასწრეს ევროპის მრავალი ქვეყნის დაპყრობა და საბჭოთა ხალხმა აიღო თავის თავზე ფაშისტური დამპყრობელების ძირითადი დარტყმა.
ქართველები აღმოჩნდნენ მათ შორის, ვინც პირველი გამოვიდა ფაშისტების წინააღმდეგ. ფრონტზე წავიდა 700 ათას ქართველზე მეტი (იმ დროისთვის ქვეყნის მოსახლეობის...
14-მა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა კოპენჰაგენის ნატურალური ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine“–ში მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ორგანიზატორმა, ფრანგმა ღვინის მაგისტრმა იზაბელ ლეჟერონმა, დიდად შეაფასა ღვინოები საქართველოდან. სულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, დაახლოებით, 180 ღვინის კომპანია აშშ–დან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩილედან და სხვა ქვეყნებიდან.გამოფენა „RAW Wine“ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში 2012 წლიდან ტარდბა. ის აერთიანებს ნატურალური, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების პროფესიონალ მწარმოებლებს. საქართველოს ღვინის...
სანდრო ბაზაძემ, რომელიც საქართველოს წარმოადგენდა, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოფარიკავეთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ დაიმსახურა. ვულოცავთ და ვამაყობთ!სანდრო ბაზაძე ერთ წელზე მეტია, რაც მოფარიკავეთა შორის FIE-ს რეიტინგის პირველ ხაზს იკავებს. სპორტსმენი უცვლელად შედის საუკეთესოთა სამეულში ზედიზედ 10 პრესტიჟულ ტურნირზე. ასეთ შეჯიბრებებს ეკუთვნის მსოფლიო ჩემპიონატი, კონტინენტის ჩემპიონატი, გრან პრი და მსოფლიო თასი.
23 ივნისს, 14:00 საათიდან, დედაქალაქის დედაენის პარკში საქართველოს მდგრადი ენერგეტიკისდღე ჩატარდება. დღესასწაულის სტუმრებისთვის მოეწყობა შემეცნებითი, გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ. წამყვანის როლში იქნება მომღერალი ელენე კალანდაძე. მნახველებს ასევე ელოდებათ მუსიკოსი ერეკლე გეწაძისა და 4D Monster Lobsters-ის კონცერტები.ღონისძიებებს შორის განცხადებულია ვორქშოფები ენერგიის დაზოგვის ყოველდღიური პრაქტიკის სწავლებისთვის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით დაკავებულ კომპანიებთან გაცნობა. ხოლო ბავშვებისთვის ჩატარდება ლექციები ბუნების...