საბჭოთა კავშირის დაშლის, 1992 წლის 1 ივლისის, შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები.
მაგრამ პირველად ურთიერთსასარგებლო კავშირი ქვეყნებმა ჯერ კიდევ XV საუკუნეში გააფორმა. XVIII საუკუნეში ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლა, რათა დაეცვა საკუთარი საზღვრები, შეეწყვიტა კონფლიქტები სამეფოებს შორის და შეენარჩუნებინა მართლმადიდებლური იდენტობა.
თანამედროვე ისტორიაში ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს გაწყვიტა. მაგრამ ქვეყნებმა გააგრძელა თანამშრომლობა.
ასე, მიხეილ სააკაშვილის დროს, 2012 წლის 29 თებერვალს,...
გასულ კვირას ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა გახდა ტაეკვონდოისტის ზურაბ კინწურაშვილის უნიკალური მიღწევა, რომელმაც ქართული სპორტის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპული თამაშების ჩემპიონის ტიტული. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ შეჯიბრებაზე ჩვენმა მებრძოლმა მოიგო ზედიზედ 4 ბრძოლა.ფინალურ ორთაბრძოლაში ზურაბ კინწურაშვილი შეხვდა ბოსნია და ჰერცეგოვინას ეროვნული ნაკრების წარმომადგენელს ნეჯად ჰუსიჩს. ჩვენმა სპორტსმენმა მოიგი პირველი ნაწილი ანგარიშით 10:7, ხოლო მეორე – 6:4.ვულოცავთ და ვამაყობთ!
1 აგვისტოდან საქართველოში მკაცრდება მაყუჩიანი, პნევმატური და გაზის იარაღის მიმოქცევასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ჯარიმები. ჯარიმათა რიგი იზრდება, ხოლო არარეგისტრირებული იარაღის ყიდვისთვის, ტარებისთვის, ტირში გამოყენებისთვის, შენახვისთვის ან ქვეყნიდან გატანისთვის 600 ლარის გადახდა იქნება საჭირო.ჯარიმა მაყუჩიანი იარაღის გადაზიდვის წესის განმეორებითი დარღვევისთვის 1 ათას ლარამდე გაიზარდა. გაზის იარაღის შენახვის წესის დარღვევა ისჯება 200 ლარის ოდენობის ჯარიმით, ტარება – 500 ლარითა და კონფისკაციით. პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა დაჯდება 200 ლარი, მისი ტარება და დასახლებულ...
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევას აპირებენ. ამისთვის შემოთავაზებულია ან არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება ან ყოფილი ვაზიანის იპოდრომის ადგილზე ახლის აშენება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ვაზიანში აეროპორტის აშენების შესაძლებლობების ტექნიკური კვლევები.თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების გეგმა უკვე მზადაა და წარდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ვაზიანში ტერიტორიის ტექნიკური შესწავლის შემდეგ მთავრობა გადაწყვეტს, სად და რა ფორმით განხორციელდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტი.
საქართველოს მთავრობას შეაქვს ცვლილებები კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, რომლებიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდასა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტოს უფლებამოსილებების გაფართოებას. სამედიცინო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი უფლების არარსებობის შემთხვევაში 200-500 ლარის ნაცვლად დაწესებულება გადაიხდის 5 ათას ლარს, ხოლო ლიცენზიების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 15 ათას ლარს.სამედიცინო დაწესებულებებში სააგენტოს თანამშრომლებს ექნებათ ვიდეოსა და ფოტოს გადაღების, ნებისმიერი სამედიცინო დოკუმენტაციის დალუქვის, ექიმებისგან განმარტებების მოთხოვნისა...
საქართველოში გაჩნდა 116 ათასი ჰექტარის საერთო ფართობის ხუთი ახალი დაცული ტერიტორია. ამჟამად ქვეყანაში არის 100 დაცული ტერიტორია, რომელსაც უკავია 900 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი, რაც შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 13%-ს. ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია სათაფლია, ოკაცეს კანიონი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმე.საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობა, რომელიც შეადგენს ქვეყნის “წითელ ნუსხაში” შეტანილი ყველა სახეობის 67%-ს. სულ საქართველოს ფაუნა მოიცავს 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარს, 330 სახეობის ფრინველსა და 160 სახეობის...
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, რომ 2022 წელს ავტორიზებული პირების მიერ საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მიღებული შემოსავალი 200 მილიონით გაიზარდა და 1 469 მლრდ ლარი შეადგინა. საანგარიშო წელს მობილური კავშირგაბმულობის აბონენტთა რაოდენობამ 5,84 მლნ შეადგინა, აქედან 1,38 მლნ აბონენტი იურიდიული პირია, ხოლო 4,46 მლნ – ფიზიკური.2022 წელს კომისიამ შემოიღო ახალი წესები ფიქსირებული და მობილური ქსელების ოპერატორებისთვის, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიტანონ განაცხადი მობილური ნომრის დისტანციურად პორტირების შესახებ და მიიღონ ახალი...
ახალი კანონპროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ახლა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, დაისჯება ჯარიმით, 120 საათამდე საზოგადოებრივი სამუშაოებით, ერთ წლამდე შინაპატიმრობით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.საკითხის გადახედვისა და სასჯელის გამკაცრების აუცილებლობა გაჩნდა საპროტესტო აქციის კონტექსტში „დაიცავი შენი შინაური ცხოველი“. ცხოველთა უფლებების დამცველებმა და შინაური ცხოველების მფლობელებმა მოითხოვეს სასწრაფო ზომების მიღება მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცი უპატრონო ძაღლს კლავს.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ განაცხადა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად. ამისათვის ეროვნულ პარკში დააყენებენ სპეციალურ კამერებსა და კოშკს, და ასევე შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც წინასწარ აცნობებს პარკის ადმინისტრაციას ხანძრის გაჩენის საშიშროების შესახებ.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მოიცავს 5,3 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობს, რაც საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 7,6%-ს შეადგენს. ის ასევე არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი. აქ ცხოვრობენ ცხოველები და ფრინველები, რომლებიც...