აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 4 ივნისს გაიხსნა, და უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა. საერთო ჯამში წელს რეგიონში ოთხ მილიონზე მეტი ვიზიტორია მოსალოდნელი. ეკონომიკისა და ტურიზმის დადებითი ტენდენციების ზრდის შედეგად აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოში 2023 წლის კორექტირებული ბიუჯეტი წარადგინა, რომელმაც პირველად გადააჭარბა 600 მლნ ლარს.აჭარა საინტერესო ტურისტული პროდუქტებით ხვდება ტურისტულ სეზონს, მოგზაურებს ელოდებათ ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონინგი კაპნისთავსა და უჩხოში, სამთო ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა...
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “მოქალაქე წმინდანი“ სერბეთში დასახელდა გამარჯვებულად პროგრამაში “პარალელები და შეხვედრები“და პალიჩის XXX ევროპული კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძეფილმის “მოქალაქე წმინდანი”ს სიუჟეტის მიხედვით მაღაროელების ქალაქში ერთხელ იდუმალი უცნობი გამოჩნდება. ფილმი მწვავე სოციალურ და რელიგიურ საკითხებს ეხება.
18 ივლისს მარცვლეულის გარიგება, შეთანხმება რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის უკრაინიდან სოფლის მეურნეობის ტვირთისთვის უსაფრთხო საზღვაო დერეფნის ორგანიზების შესახებ, შეჩერდა.
მისი პირობების მიხედვით მხარეები გარანტიას აძლევდნენ კიევს სხვა ქვეყნებში მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის სანაცვლოდ.
გარიგება ჩაფიქრებული იყო, როგორც შესანიშნავი ჰუმანიტარული ინიციატივა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა მსოფლიო ბაზრის მარცვლეულით შევსებას და მისი ფასის სტაბილიზაციას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფდა ღარიბ...
რუსთავში რჩეულიშვილის ქუჩაზე გასულ კვირას ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო სპორტული და საბავშვო მოედნები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი ზონები, სკეიტ-პარკი.ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ 1,622 ათასი ლარი შეადგინა.გახსნის ცერემონიაზე ახალ საზოგადოებრივ სივრცეში ანიმატორების შოუ, ჯგუფ “არტ ლაიფისა“ და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
სპორტსმენებმა ბაგრატ ჟღენტმა და ჭაბუკა ჭიღლაძემ საკურორტო ქალაქ ბათუმში დაძრეს და 2 მეტრზე გასწიეს რკინიგზის მატარებლის 15 ვაგონი საერთო წონით 375,7 ტონა და მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. სპორტსმენებმა რეკორდი მეორე ცდაზე დაამყარეს, რადგან პირველ ჯერზე ბაგირი გაწყდა. ჭიღლაძისთვის ეს პირველი რეკორდია, ჟღენტმა კი საკუთარი რეკორდი 10 ვაგონი გააუმჯობესა.ათლეტები ახალ მიღწევებს გეგმავენ. სპორტსმენები მომავალ წელს რეკორდის გაუმჯობესებას: 20 ვაგონის დაძვრას, გურიაში შეკვეთილში ატრაქციონების პარკში „ეშმაკის ბორბლის” დატრიალებას აპირებენ.ჟღენტმა, რომელიც საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნულ...
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გამოაცხადა ონკოდაავადებების მქონე 18 წლამდე ბავშვების სამკურნალოდ განცხადების მიღების დაწყების შესახებ, რომლებსაც დიაგნოოსტირებული აქვთ ან ივარაუდება ავთვისებიანი სიმსივნე ან ნერვული სისტემის დაუზუსტებელი ორგანოების სიმსივნე. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ბავშვების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, მათ შორის საზღვარგარეთ თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში. სპეციალური საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ სად იმკურნალებს ბავშვი, საქართველოსა თუ უცხოეთში. დღესდღეობით ქვეყანაში 300 ონკოდაავადების მქონე ბავშვია. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30...
იაპონიაში ფიზიკის IPHO 2023 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის თბილისის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს ოთხი მედალი და ერთი საპატიო სიგელი. ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ირაკლი უგულავა და დაჩი ჭოტაშვილი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა თვალავაძემ და ანდრია მანჯავიძემ, საპატიო სიგელით კი დაჯილდოვდა ბიძინა გაგნიძე. სულ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 400-მდე მოსწავლემ 84 ქვეყნიდან.კომაროვის სკოლის მოსწავლეები არაერთი საერთაშორისო ოლიპმიადებისა და კონკურსის გამარჯვებულები არიან, თვით სკოლა კი საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს სკოლად ითვლება. მოსწავლეები ზუსტი...
ორგანიზატორების თქმით, 22-დან 24 სექტემბრის ჩათვლით თბილისის ყავის ფესტივალი მეორედ გაიმართება მთაწმინდის Underwheel Club-ში. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ყავის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, სხვადასხვა საინტერესო პროდუქტებს და გასინჯონ ყავის სიახლეები.პროდუქციის დეგუსტაციისა და გაყიდვის გარდა, სტუმრებისთვის გაიმართება სემინარები, სადაც დარგის პროფესიონალები ისაუბრებენ ყავასა და სხვადასხვა საინტერესო თემაზე, რომელიც აქტუალურია ყავის კომპანიებისთვის. ფესტივალზე ასევე გაიმართება ჩემპიონატი ლატე-არტსა და ალკოჰოლში. ღონისძიებები ჩატარდება დიჯეის მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციების...
2023 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება ორი გზით იქნება შესაძლებელი. “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებების თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა შრომის სამინისტროში დარეგისტრირებულ შრომით მიგრანტებზე და ასევე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა წარადგინოს საქართველოში მუშაობის ან სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, ბინადრობის მოწმობის მიღების მსურველებმა უნდა წარადგინონ ცნობა, რომ მათი ყოველთვიური...