ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.670.00%
Таблица обменных курсов
EUR2.88+0.10%

ავტორი: admin

ჰაერი კვლავ დაბინძურებულია

წინა კვირას გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა დააფიქსირა. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2,5) გაზრდილი შემცველობა   ატმოსფერულ ჰაერში აიხსნება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით, როდესაც ქარებს მოაქვს უდაბნოს მტვერი სამხრეთიდან,   სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან.სპეციალისტების თქმით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება საქართველოში პერიოდულად ხდება მთელი წლის განმავლობაში, ზოგჯერ თვეში რამდენჯერმე.როდესაც ჰაერი დაბინძურებულია უდაბნოს მტვერით, ფილტვების პრობლემების, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე და ასთმით დაავადებულებს...

Continue reading

მკლავჭიდმა ჰალკმა მოიგო ქამარი East vs West 12-ზე

ქართველი ჰალკის სახელით ცნობილმა მკლავჭიდმა ლევან საგინაშვილმა მოიგო ქამარი მძიმე წონაში ტურნირზე East vs West 12. სტამბოლში ისტორიაში უძლიერესმა სპორტსმენმა ყოფილ სპეცრაზმელს, კანადელი დევონ ლარატს კარიერაში მეორედ ანგარიშით 4:0 მოუგო.თურქეთის ტურნირზე ასევე გაიმარჯვეს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა დავით სამუშიამ ნახევრად საშუალო წონაში და ირაკლი ზირაქიშვილმა საშუალო წონაში.

Continue reading

ერთი გეზით და მიმართულებით

სახელმწიფოს ლიდერს ხალხთან ერთად საერთო გეზი უნდა ჰქონდეს აღებული და მუდამ მათი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს. სტატიაში განვიხილავთ, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში.  სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში რთულია აშკარად იმის მტკიცება, თუ რომელი გუნდის მოთამაშეა პრეზიდენტი. საქართველოს კანონების დარღვევითა და ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დიალოგის აშკარა იგნორირებით, სალომე ზურაბიშვილი მხარს უჭერს ოპოზიციურ ძალებს და დასავლეთის ყველანაირი სურვილის ხორცშესხმას ემსახურება.  აღნიშნულის ერთ-ერთ უახლეს ილუსტრაციას წარმოადგენს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი...

Continue reading

ტურიზმი იმპულსს იძენს

ექსპერტები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლების 10.6% ზრდას აფიქსირებენ, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. არაოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან მარტამდე საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ჯამურმა ოდენობამ 879 მილიონი დოლარი შეადგინა, მათ შორის მხოლოდ მარტის მონაცემებით – 305 მილიონი დოლარი.2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვისა და ტურისტული ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება, თუმცა მათ გარეშეც აშკარაა პოზიტიური ტენდენცია....

Continue reading

საქართველოში უმუშევრობამ მინიმუმს მიაღწია

2022-2023 წლების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოში უმუშევრობა 11.7% შეადგენდა. რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში. უმუშევრობის მკვეთრი შემცირების შედეგად, საქართველო იმ 13 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, სადაც ბოლო ათი წლის განმავლობაში უმუშევრობა ყველაზე მეტად შემცირდა.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 21-ე საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი პიკი 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში დაფიქსირდა, როდესაც უმუშევრობის დონე 19.6% – დან 20.7% – მდე მერყეობდა.შესაბამამისად, 2012 წელს საქართველო იმ ექვსი...

Continue reading

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა იმატა

იანვრიდან მარტამდე პერიოდში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი, შესაბამისად, 28% და 34% – ით გაიზარდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის პირველ კვარტალში 913.9 ათას მგზავრს მოემსახურა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი – 103.2 ათასს. მარტში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 27% – ით, ხოლო ბათუმის აეროპორტში 41% – ით გაიზარდა.თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს კომპანია TAV Georgia, რომელიც TAV Airports Holding-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. იგი საქართველოში 2005 წელს შემოვიდა და, ხელშეკრულების თანახმად, მისი საქმიანობა 2027 წლამდე გაგრძ...

Continue reading

ბათუმში საცხოვრებელი ბინებით დაინტერესება ეცემა

ექსპერტები ბათუმში სანაპირო ზოლში წლის დასაწყისიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნის, ამავე პერიოდის შარშანდელ მაჩვენებლებთან შედარებით, 24% ვარდნას აფიქსირებენ. ბაზრის მოცულობა 20%-ით შემცირდა, ახალ აშენებულ კორპუსებში ბინების ფასი კი კვადრატულ მეტრზე 5% – ით – 945 დოლარამდე გაიზარდა.აღსანიშნავია, რომ მეორადი საცხოვრებლის ღირებულება 6% – ით შემცირდა, 685 დოლარამდე კვადრატულ მეტრზე.მიმდინარე წლის იანვრიდან მარტამდე ბათუმში სულ 3,374 ბინა გაიყიდა.

Continue reading

საგარეო ვაჭრობის დაცემა: ეკონომიკა ირღვევა?

ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის -“საქსტატი”-ს წარმომადგენლები აგრძელებენ ბოლო თვეების არასახარბიელო შედეგების გამოქვეყნებას. მიმდინარე წლის იანვრიდან მარტამდე საქართველოს ექსპორტმა მხოლოდ 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 9.3% – ით ნაკლებია.იმპორტის მაჩვენებლებიც დაეცა: საქართველოში იმპორტირებულია 3.4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 5.3% – ით ნაკლებია. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანი ზიანი 6.5% შეადგენს.

Continue reading

საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის ბურღვა დასასრულს უახლოვდება

რუსეთის საზღვრამდე მიმავალ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე გვირაბის ბურღვა თითქმის მთლიანად დასრულებულია. მშენებლობის მიმდინარე ეტაპის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა მოგვაწოდა. ბურღვის დასრულებისთანავე დაიწყება მუშაობა სავენტილაციო სისტემებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის დამონტაჟებაზე.სავარაუდოდ, მომავალ წელს სატრანსპორტო მოძრაობისთვის გაიხსნება ქვეშეთი-კობის გვირაბიც, რაც გუდაური-კობის გზის ყველაზე საშიში და ხშირად დახურული მონაკვეთის გვერდის ავლით რუსეთის საზღვართან წვდომის შესაძლებლობას გაამარტივებს. გვირაბის სიგანე 15 მეტრი იგეგმება,...

Continue reading

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.