ვალუტის ოფიციალური კურსი
Таблица обменных курсов
USD2.670.00%
Таблица обменных курсов
EUR2.88+0.10%

ავტორი: admin

დანაშაულების სტატისტიკა საქართველოში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 27 057 დანაშაული დაფიქსირდა, მათგან 61,86% გახსნილია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულთა რაოდენობა 4,41%-ით შემცირდა. ამ წელს ლიდერები დანაშაულთა სიაში ტრადიციულად ქურდობა გახდა: 7437 შემთხვევიდან 4112 გახსნილია.დანაშაულთა შორის დარეგისტრირდა 2899 ნარკოდანაშაული, ოჯახური ძალადობის 2153 შემთხვევა, ძალადობის 1572 და მუქარის 2019 ფაქტი და ასევე 35 განზრახი და დამამძიმებელი მკვლელობა, 52 მკვლელობის მცდელობა.

Continue reading

წინ ცხელი დასვენების დღეებია

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ცხელ დასვენების დღეებს მაღალი ტემპერატურების ეტაპობრივი ვარდნით ჰპირდება. თუმცა შაბათი და კვირა უღრუბლო იქნება, ხოლო თერმომეტრის სვეტები სითბოს 39 გრადუსს აჩვენებს. ამასთანავე, ახალი კვირის შუა რიცხვებში მოსალოდნელია უკვე 34 გრადუსამდე.ქვეყანაში ნარჩუნდება ტყის ხანძრების გაჩენის მაღალი საფრთხე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გვახსენებს, რომ საჭიროა ნებისმიერი აალებადი საგნების მიმართ ყურადღებით ყოფნა, ხოლო ხანძრის ან კვამლის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ 112-ში დარეკვა.

Continue reading

რა მუსიკას უსმენს ქართველი მსმენელი?

მუსიკალური სტრიმინგის პლატფორმა Spotify-ის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ივლისში საქართველოში ყველაზე ხშირად ისმენდნენ ქართველი არტისტების შემდეგ სიმღერებს: Mdevari (Skazz), Flower Wild (Luna Flowers, Sabana), Sheni Panjridan (Erekle Deisadze), Iavnana (ჯანსუღ კახიძე), ტექნომაგია (Underskyz, Kung Fu Junkie “Sci Fi” Remix), Idaho (Bedford Falls), Aante (Erekle Deisadze, Luna997), Calipso 101 (Bedford Falls), თბილისი რუკაზე (არა).ივლისის ყველაზე პოპულარული არტისტების სიაში შევიდნენ Bedford Falls, SKAZZ, Niaz Diasamidze & 33a, Mgzavrebi, Luna997, დაგდაგანი, Killages, ერეკლე დეისაძე...

Continue reading

ექსპერტები ვენახების ზარალს აფასებენ

წინა კვირის შუა რიცხვებში კახეთის ღვინის რეგიონში ძლიერი სეტყვა იყო. სტიქიის დარტყმის შედეგად დაზიანდა ვენახები და ატმის ბაღები. ამ დროისთვის გურჯაანის რაიონის სოფლებში მუშაობს სპეციალური კომისიები ზარალის მოცულობის დასადგენად. ვარაუდის მიხედვით, დაზიანებულია ვენახების, დაახლოებით, 50% და ატმის ბაღების 70%-მდე.დაზუსტებულია, რომ სეტყვისგან ყველაზე მეტად დაზარალდф სოფლების ველისციხის, ვაზისუბნის, ჩუმლაყისა და კიტაანის ადგილ-მამულები.ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიებს ეკისრება.

Continue reading

საქართველოს ფარმაცევტულმა ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა

საქართველოს ფარმაცევტული ასოციაციის განცხადების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა ბაზრის რეგულირების მოუფიქრებელი პოლიტიკა, რამაც მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ახლა ჯანდაცვის სამინისტრო 1620 წამალზე რეფერენტულ ფასს ადგენს, თუმცა საქართველოში მხოლოდ 600-ია ხელმისაწვდომი.ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ბაზარზე უკვე არის ევროპული მედიკამენტების დეფიციტი. მაგალითად, საქართველოში არის ანტიეპილეფსიური საშუალებების მთელი სიის, მათ შორის, ფინლეფსინის იმპორტის პრობლემა. ყოველივე ეს იწვევს წამლების შავი ბაზრის ზრდას, სადაც წამლების არც ხარისხი და არც ფასი არ რ...

Continue reading

საქართველოში სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამ კვირაში საქართველოში სიცხის ტალღის მოსვლის შესახებ აფრთხილებს. უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში შეიძლება, +39 გრადუსამდე აიწიოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – +41 გრადუსამდე. მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური დღიური ტემპერატურა +38 გრადუსამდე, მაღალმთიანში – +33 გრადუსამდე. სააგენტოში აღნიშნეს, რომ მოსალოდნელმა სიცხემ შეიძლება, გამოიწვიოს სითბური სტრესი, ტყის ხანძრები და მყინვარების დნობა.

Continue reading

ქართველი მწერალი საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის ფინალში მოხვდა

მწერალი ანასტასია ხატიაშვილი გავიდა მე-12 საერთაშორისო კონკურსის “ღია ევრაზიის” ფინალში. მისი ინგლისურენოვანი მოთხრობა “ჩემი ვერსალი” (“My Versailles”) გახდა ერთ–ერთი საუკეთესო 24 ქვეყნის მონაწილეთა შორის კატეგორიაში “მცირე პროზა“. კონკურსი ტარდება საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის Open Eurasian Literature Festival & Book Forum-ის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან იმართება.წელს ფესტივალი ორ ადგილას გაიმართება: 25-დან 30 სექტემბრის ჩათვლით ყაზახეთის საკურორტო სოფელ ბოროვოიეში, სადაც გამოცხადდებიან კონკურსის გამარჯვებულები, და 27-დან 29...

Continue reading

თქვენს საქმეებს მიხედეთ!

საქართველოს მიმართ კიევის ბოლო ქმედებების ანალიზს მივყავართ იმ აზრამდე, რომ უკრაინა მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას. კიევი დაუსჯელად აწესებს სანქციებს საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამ კარდინალური ზომების მსხვერპლი გახდა ქართველი მეცენატის ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ასევე ავიაკომპანია Georgian Airways. გარდა ამისა, გაურკვეველი მიზეზის გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააძევა საქართველოს ელჩი უკრაინის ტერიტორიიდან, რაც თავისთავად არის ჩვენი ქვეყნისა და მთელი ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებას...

Continue reading

2-მილიარდიანი ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ისაუბრეს დარგის წლევანდელ რეკორდულ შემოსავლებზე. წინა წლის მონაცემებთან შედარებით წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლები 57,9%-ით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობებმა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარი მიიზიდა. ეს ბევრად აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც.აღნიშნულია, რომ 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოს, დაახლოებით, 2,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით 75,9%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით მაჩვენებლები 74%-ით არის აღდგენილი.

Continue reading

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.