USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
ამ წლიდან იწყება ორწლიანი პროექტი საქართველოში ყველა უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, რომლებიც ამჟამად, დაახლოებით, 1 ათასია. პროექტის ბიუჯეტი 50 მლნ ლარს (დაახლოებით, 20 მლნ დოლარს) შეადგენს. თანხის ნახევარი 2024 წელს გამოიყოფა, ხოლო დანარჩენი 25 მილიონი ლარი – 2025 წელს.
პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ახორციელებს.
კომენტარის დატოვება