USD | 2.67 | 0.00% |
EUR | 2.88 | +0.10% |
დღეს, 15 ოქტომბერს, “ამირანის” საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ბოლო დღეა. დედაქალაქის ამავე სახელწოდების კინოთეატრში გაიმართა მასშტაბური პროგრამა 11 ქვეყნის: საქართველოს, გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, უნგრეთის, დიდი ბრიტანეთის, მოლდოვას, რუმინეთის, ლიეტუვას, ბულგარეთის, ესპანეთის წარმომადგენლების მონაწილეობით.
კინოფორუმის შედეგების მიხედვით გამარჯვებულები გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო სტუდენტური მხატვრული ფილმი;
საუკეთესო სტუდენტური დოკუმენტური ფილმი;
საუკეთესო სტუდენტური ანიმაციური ფილმი;
ფესტივალის გრან-პრი.
კომენტარის დატოვება