აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 4 ივნისს გაიხსნა, და უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა. საერთო ჯამში წელს რეგიონში ოთხ მილიონზე მეტი ვიზიტორია მოსალოდნელი. ეკონომიკისა და ტურიზმის დადებითი ტენდენციების ზრდის შედეგად აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოში 2023 წლის კორექტირებული ბიუჯეტი წარადგინა, რომელმაც პირველად გადააჭარბა 600 მლნ ლარს.
აჭარა საინტერესო ტურისტული პროდუქტებით ხვდება ტურისტულ სეზონს, მოგზაურებს ელოდებათ ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონინგი კაპნისთავსა და უჩხოში, სამთო ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და შუამთაზე. ასევე რეგიონში 25-მდე ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტია.
კომენტარის დატოვება